ჩვენი ისტორია

                            არაბთა სახალიფო და საქართველო                                 


   VII საუკუნეში მსოფლიოს ახალი დამპყრობელი მოევლინა არაბთა სახით.ირანის ნაცვლად სამხრეთიდან ახლა ჩვენს ქვეყანას არაბები მოადგნენ და ბიზანტიას მეტოქეობას უწევდნენ ჩვენ ქვეყნის დაპყრობაში.
    ქართლში არაბები 654 წელს გამოჩნდნენ. მაშინ ქართლში იმდროინდელმა ერისმთავარმა სტეფანოზმა სიფრთხილე გამოიჩინა და არაბებს უომრად ზავი შესთავაზა.არაბთა სარდალმა ჰაბიბ იბნ მასლამამ სტეფანოზს "დაცვის სიგელი" უბოძა. ამ საბუთის თანახმად, ქართველებს არაბებისთვის ჯიზია უნდა ეძლიათ.
     
   VIII ს. დამდეგს არაბთა ხარკი მეტად დამძიმდა, ამას ქართლში აჯანყებები მოჰყვა არაბებმა ქართლში ლაშქრობები დაიწყეს. გამანადგურებელი იყო 735 წელს მურვან ყრუს ლაშქრობა, რომელმაც ქართლში თავიანთი მმართველობა დაამყარა და თბილისში არაბი ამირა დასვა.


                                                             არაბთა სახალიფო




მურვან ყრუს ლაშქრობა

No comments:

Post a Comment