დაცული ტერიტორიების რუკა
ვაშლოვანის დაცული ტერიტორია
ვაშლოვნის სახელმწიფო ნაკრძალი-კომპლექსური დედოფლის
წყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში,
თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძლად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით
დაფარულია 4,032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს,უდაბნოს, ხევებსა და ალესილებს უჭირავს.
ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყანა, ბროწული,ბალღოჯი , გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური,კვირონი , ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.
No comments:
Post a Comment