ტყის ეკოსისტემები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება. ისინი მრავალნაირია და გეოგრაფიული მდებარეობის, ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის მიხედვით იცვლება. არსებობს წიწვოვანი, ფოთლოვანი, შერეული და ნათელი ტყეები .
ტყეებს სახელებს იმის მიხედვით უწოდებენ ხოლმე, თუ რომელი მცენარე ჭარბობს ამ ტყეში. მაგალითად, ნაძვნარი ისეთი ტყეა, სადაც ძირითადად ნაძვები ხარობს.
მთის ტყეები
ბარის ტყეები
ბარის ტყეები ასევე მდიდარია ფლორითა და ფაუნით.ბარის ტყეების ეკოსისტემები განსაკუთრებით ახასიათებს დასავლეთ საქართველოს. აქ ხშირია კოლხური ტყეების ეკოსისტემები. გვხვდება დაჭაობებული ადგილები, სადაც კარგად ხარობს ლაფნისა და მურყნის ხეები, ევკალიპტი,მაგნოლია,მწერიჭამია მცენარე დროზერა,დუმფარა მრავალფეროვანი სუროები.
ჭალის ტყეები
ჭალის ტყეები მდინარის პირას გადაჭიმული ტყეებია. ისინი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ეს ტყეები ხშირად სხვადასხვაგვარი ბუჩქისა და ეკალბარდების გამო გაუვალია. აღმოსავლეთში გვხვდება: ბროწეული, ქაცვი, კოწაკური, კატაბარდა და სხვა. დასავლეთ საქართველოს ჭალებში ხემცენარეებიდან ხარობს ძელქვა, ტირიფი, ლიფანი.
No comments:
Post a Comment